ნიადაგის მომზადება
ვასწორებთ და ვტკეპნით გრუნტს, ვაყრით ქვიშა-ხრეშის ბალიშს და ვაფენთ ჰიდროსაიზოლაციო აპკს. მყარი საფუძველი იცავს იატაკს ბზარებისა და ჩაჯდომისგან.
- გრუნტის მოსწორება და დატკეპნა
- ქვიშა-ხრეშის ფენა
- ჰიდროსაიზოლაციო აპკი
ვამზადებთ ნიადაგს, ვაარმირებთ, ვასხამთ და ვაპრიალებთ. ოთხივე ეტაპს ერთი გუნდი აკეთებს.
ვასწორებთ და ვტკეპნით გრუნტს, ვაყრით ქვიშა-ხრეშის ბალიშს და ვაფენთ ჰიდროსაიზოლაციო აპკს. მყარი საფუძველი იცავს იატაკს ბზარებისა და ჩაჯდომისგან.
ვაწყობთ ლითონის ბადეს სადგამებზე, რომ არმატურა ბეტონის სისქის შუაში მოექცეს. ასე ფილა იტანს დატვირთვას და არ სკდება.
ბეტონი მოდის მიქსერით. ვასხამთ ერთიანად, ვასწორებთ ვიბრორეიკით ნიშნულებზე და ვაშორებთ ჰაერს.
როცა ბეტონი შეიკრავს, ვაყრით ტოპინგს და მოსაპრიალებელი მანქანით ვამკვრივებთ ზედაპირს. იატაკი ხდება გლუვი, მკვრივი და თითქმის არ მტვერიანდება.
ნიადაგიდან მოპრიალებამდე ყველა ეტაპს ერთი გუნდი აკეთებს, ამიტომ სამუშაო არ ჩერდება და ეტაპები ერთმანეთს ზუსტად ერგება.
ფასს ხედავთ საიტზევე. ობიექტის ნახვის შემდეგ ზუსტ თანხას წერილობით გაძლევთ.
ტკეპნის, ვიბრაციისა და მოპრიალების მანქანები ჩვენია, ამიტომ ვადებს არ ვაგვიანებთ.
ავტოფარეხი, ეზო, საწყობი, საწარმო, ავტოსამრეცხაო.
მიუთითეთ მისამართი და ფართი. ფასში შედის ოთხივე ეტაპი, მასალა და მუშახელი.
100–300 m² ობიექტი ჩვეულებრივ 2–4 სამუშაო დღეში სრულდება. ფეხით სიარული შესაძლებელია 1–2 დღეში, მანქანის დაყენება დაახლოებით 7 დღეში, სრული სიმტკიცე კი 28 დღეში.
ფასი დამოკიდებულია ფილის სისქეზე, ნიადაგის მდგომარეობასა და ფართზე. დიდ ფართზე კვადრატი იაფდება. ზუსტ თანხას ობიექტის ნახვის შემდეგ გეტყვით.
მშრალი გამამყარებელი ნარევი, რომელიც მოპრიალებისას ზედაპირში ერევა. იატაკი უფრო მყარი, ცვეთამედეგი და ნაკლებად მტვრიანი ხდება.
დიახ. +5°C-ზე დაბლა ვიყენებთ ზამთრის დანამატებს ან ვგეგმავთ სამუშაოს თბილ დღეებზე.
არა, ვაკეთებთ მხოლოდ სრულ ციკლს. ასე ვიძლევით გარანტიას შედეგზე.